-
2014-08-29 18:45
ტოპ-ათეულში მოხვედრილი ქართველი საპატარძლოებიდან ზოგიერთი ერთხელ უკვე იყო დაოჯახებული და პირველი ქორწინებიდან შვილიც ჰყავს, მაგრამ საპატარძლოს სტატუსს ჯერ კიდევ არ კარგავს.
საპატარძლოების შეფასებისი კრიტერიუმის ძირითადი განმსაზღვრელი იყო გარეგნობა და შემდეგ - ფინანსური მდგომარეობა და პოპულარობა.
ანა მარგველაშვილი საქართველოს პრეზიდენტის ერთადერთი ქალიშვილია.
გოგონა რუსეთში გაიზარდა და სწავლობდა. მამის გაპრეზიდენტების შემდეგ ძირითად დროს თბილისში ატარებს და უკვე არაერთ სკანდალში გაეხვა. მიუხედავად ამისა, ანა დღეს საქართველოში ერთ-ერთ სასურველ საპატარძლოდ ითვლება და ხშირად ვრცელდება ჭორები მისი თაყვანისმცემელთა არმიის შესახებ.

ეკო ფანგანი პირველად პროდიუსერის ამპლუაში გამოჩნდა, მაშინ ანსამბლ „ალილოს“ წევრ ბექა ჩხაიძეზე იყო შეყვარებული. ამას მოჰყვა „ცეკვავენ ვარსკვლავები“ და ახლა „იმედზე“ შუადღის ეთერში საკუთარი რუბრიკა მიჰყავს. ეკოსა და ბექა ჩხაიძის „ლავ სთორი“ კი მოულოდნელად დამთავრდა.

ნინო გაჩეჩილაძე „ჩემი ცოლის დაქალებში“ კატოს როლის შესრულების შემდეგ გახდა პოპულარული. ბევრი ცნობილი სახისგან განსხვავებით, ნინო მოკრძალებულია, პირად ცხოვრებას იმდენად კარგად მალავს, რომ მასზე არასოდეს ვრცელდება ჭორები, მაგრამ ფაქტია, რომ დას პოპულარობით არ ჩამოუვარდება და მუდმივად თაყვანისმცემლების გარემოცვაშია.

ნინი ბადურაშვილი ორი წლის წინ გათხოვდა. გათხოვებიდან რამდენიმე თვეში ნინი მოსკოვიდან თბილისში დაბრუნდა და მხოლოდ ბავშვის დაბადებამდე რამდენიმე დღით ადრე კუტალაძის ინტერვიუდან გაირკვა, რომ ახალშეუღლებულები სკანდალურად დაშორდნენ. დღეს ნინი ერთი წლის ელენეს ზრდის და კვლავ თავისუფალია.

თაკო გაჩეჩილაძის პირველმა ქორწინებამ სულ რამდენიმე თვეს გასტანა, არადა, დაოჯახებამდე წყვილს ძალიან უყვარდა ერთმანეთი.
თაკო დედაქალაქში ერთ-ერთი სასურველი საპატარძლოა, მაგრამ პრესასთან იმდენად ჩაკეტილია, რომ პირად ცხოვრებაზე არასოდეს საუბრობს. ბოლო ჭორი, რაც მის შესახებ გავრცელდა, ბერა ივანიშვილთან სასიყვარულო ურთიერთობა გახლდათ, თუმცა ცნობილია, რომ ეს ურთიერთობა არ გაგრძელდა.

ლიკა ლაბაძე დაახლოებით ორი წელია რაც საზოგადოებამ გაიცნო. კარგი გარეგნობითა და ცეკვით მალე მიიქცია ყურადღება და „ცეკვავენ ვარსკვლავების“ გამარჯვებული გახდა სამორი ბალდესთან ერთად.
დაახლოებით ერთი წლის წინ ლიკასა და ბიზნესმენ გენო მალაზონიას რომანზე ლაპარაკობდნენ, იმასაც ამბობდნენ, რომ წყვილი დაქორწინებას აპირებდა, მაგრამ ლიკა ისევ თავისუფალია და ცდილობს, პირად ცხოვრებაზე ნაკლებად ისაუბროს.

ნუცა ბუზალაძე პოპულარული „ახალ ტალღაზე“ გამარჯვების შემდეგ გახდა, ტოპ-საპატარძლოების სიაში კი იმიტომ მოხვდა, რომ კონკურსიდან დაბრუნების შემდეგ მისი თაყვანისმცემელთა არმია ისე გაიზარდა, პროდიუსერმა მამულიჩამ მათ ომი გამოუცხადა. დღეს ნუცას გეგმებში ყველაზე ნაკლებად შედის გათხოვება, თუმცა ისიც ფაქტია, რომ წარმატების პიკზე მყოფი ქართველი ვარსკვლავების გათხოვება უკვე აღარ გვიკვირს.

ნინი ქარსელაძე ჯერ კიდევ ბავშვობაში პოპულარობით ბევრ უფროს მომღერალს უსწრებდა. მისი თაობის ვარსკვლავებიდან ნინი იშვიათი გამონაკლისია, რომელიც ჯერ არ გათხოვილა.
მართალია, შოუბიზნესში აღარ აქტიურობს და დიდი ხანია ახალი სიმღერა არ ჩაუწერია, ნინი მაინც რჩება ქართულ შოუბიზნესში და პერიოდულად საზოგადოებას სხვადასხვა გადაცემიდან ახსენებს თავს.

ქრისტინე იმედაძე რამდენიმე წლის წინ მოულოდნელად გათხოვდა სპორტსმენ ლაშა ჯაკობიაზე, მაგრამ წყვილი მალე დაშორდა. მომღერალი ქალიშვილს მარტო ზრდის. ლაშა წარმატებული ფეხბურთელია და საზღვარგარეთ ცხოვრობს. სექსუალური ქრისტინე მუდმივად ჭორების ეპიცენტრშია.
მისი გატაცების ობიექტები ყოველთვის სპორტსმენები ხდებიან. ვიკა სანიკიძე, ზაზა ფაჩულია - სხვადასხვა დროს ჭორები მათზეც ვრცელდებოდა. ბოლოს კი დაიწერა, რომ ქრისტინე და სპორტსმენი გიორგი დემეტრაძე ერთად არიან.

საპატარძლოების სიას მაია ასათიანით დავასრულებთ. მაიას ერთი ქალიშვილი ჰყავს და მეუღლეს დაშორებულია. პირველი ქორწინების შემდეგ აღარ დაოჯახებულა. ყველაზე ხშირად სტუმრებს ამ კითხვას უსვამს, მაგრამ თავად ჯერ კიდევ ვერ მიუღია მეორედ გათხოვების გადაწყვეტილება.

reitingi.ge