
ამ ვარსკვლავების ცხოვრება სავსეა ფათერაკებით, საშინელი სიმართლითა და საიდუმლოებებით...
სილვესტერ სტალონეს კინოკარიერა პორნოგრაფიით დაიწყო - წარსულს არც თავად სტალონე მალავს. მისი პირველი პორნოფილმი „კიტისა და სტადის წვეულება“ იყო, რომელშიც მას კამერის წინ მხოლოდ სექსის ხელოვნების დემონსტრირება დასჭირდა.
სტალონე პორნოინდუსტრიაში თითქმის 10 წელი დარჩა. პირველი სერიოზული ფილმი, რომელმაც მას აღიარება მოუტანა, „როკი“ იყო.
ჯეკ ნიკოლსონის და რეალურად დედამისი იყო - ეს შოკისმომგვრელი ინფორმაცია ჰოლივუდის ვარკსვლავმა ჟურნალ „თაიმის“ კორესპონდენტისგან მხოლოდ მას შემდეგ შეიტყო, რაც ამ ისტორიის სხვა ყველა მონაწილე გარდაიცვალა.
როგორც გაირკვა, ჯეკ ნიკოლსონი 1936 წელს დაიბადა, დედამისი ერთ-ერთ ღამის კლუბში სტრიპტიზის მოცეკვავედ მუშაობდა, მამა კი ვაჟის დაბადებამდე ცოტა ხნით ადრე უგზო-უკვლოდ გადაიკარგა. ნიკოლოსონის ბებიამ გადაწყვიტა, ბავშვი თავად გაეზარდა და სწორედ ამიტომ, წლების მანძილზე მსახიობს ბებია საკუთარი დედა ეგონა, ნამდვილი დედა კი - და.
მაიკ ტაისონის პრომოუტერს, დონ კინგს ორი ადამიანი ჰყავს მოკლული. პირველი ეპიზოდი 1954 წელს უკავშირდება, როცა დონ კინგის სახლში მძარცველი შეიპარა. მაშინ სასამართლომ პრომოუტერი გაამართლა, თუმცა 12 წლის შემდეგ მკვლელობისთვის ციხეში ჩაჯდომამ მაინც მოუწია - 1966 წელს კინგმა ცემით მოკლა ადამიანი, რომელსაც მისი 600 დოლარი ემართა.
ჯანეტ ჯექსონი ქორწინებას 8 წელი მალავდა, რადგან თურმე, მამის ეშინოდა. რეალობას ფარდა მხოლოდ მას შემდეგ აეხადა, რაც მომღერლის მეუღლემ, რენე ელიზონდო უმცროსმა განქორწინება მოინდომა და ამის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა.
შარლიზ ტერონს საშინლად არ უყვარს ბავშვობის წლების გახსენება, რომელიც მან სამხრეთ აფრიკაში გაატარა. ხმები იმის შესახებ, რომ შარლიზის მამას არაერთხელ ჰყავს ნაცემი თავად მსახიობიც და დედამისიც, დიდი ხანია, ვრცელდება, თუმცა ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ყველაფერი ასე ტრაგიკულად დასრულდებოდა.
ოსკაროსანი მსახიობი თავად გამოტყდა ინტერვიუში, რომ 15 წლის ასაკში მამის სიკვდილის მოწმე გახდა - დედამისს ქმარი შვილისა და თავის დაცვისას შემოაკვდა.
ტობი მაგუაიერს პოპულარობა სპაიდერმენის როლმა მოუტანა და რა გასაკვირია, რომ ვარსკვლავად ქცეული არასოდეს ამხელდა, ვინ იყვნენ მისი მშობლები? თუმცა ჟურნალისტებმა მსახიობის წარსული მაინც ამოქექეს და დაადგინეს, რომ 1993 წელს მამამისი, ვინსენს მაგუაიერი ციხეში ბანკის ძარცვის გამო გაუმწესებიათ.
ოპრა უინფრის რეპუტაციას ჩრდილი მას შემდეგ მაინც მიადგა, რაც ცნობილი გახდა, რომ 13 წლის ასაკში მან საკუთარი დედა გაქურდა და სახლიდან გაიქცა, რამდენიმე თვის შემდეგ კი შვილიც გააჩინა, რომელიც, სამწუხაროდ, მალევე გარდაიცვალა.
ყველაზე მეტად საზოგადოება იმ ფაქტმა დაშოკა, რომ ოპრა უინფრიმ არც კი იცოდა, ვინ იყო ბავშვის მამა.
ვუდი ჰარელსონის მამა ქილერი იყო. ეს შემზარავი საიდუმლო ბევრისთვის საყვარელმა მსახიობმა თავად გაამხილა - ჩარლზ ჰარელსონი ხალხს ფულის გამო ხოცავდა. ცნობილია ისიც, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავის მამა კოლორადოს შტატის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გულის შეტევით გარდაიცვალა...