
მსახიობი გია ცინაძე, იგივე მყუდრო, „კაზანტიპის“ თემას „ფეისბუქის“ პირადი გვერდიდან გამოეხმაურა.
მყუდრომ ქალის სამოსში გამოწყობილი სურათი გამოაქვეყნა და მინაწერი გააკეთა: „კაზანტიკი“ არ უნდა ტარდებოდეს საქართველოშიო.
სავარაუდოდ, მყუდრომ ამ სახით იმ ადამიანებს გამოაჯავრა, რომლებიც ანაკლიაში ფესტივალის ჩატარებას ეწინააღმდეგებიან და „კაზანტიპს“ „კაზანტიკს“ ეძახიან.
შეყვარებულის კაბაში გამოწყობილი მყუდროს ფოტოს „ფეისბუქში“ უამრავი კომენტარი მოჰყვა. მეგობრები წერდნენ, კაბა თუ ასე გიხდებოდა, არ ვიცოდითო. ზოგიც მყუდროს ფეხებს ასხამდა ხოტბას.
მყუდროს შეყვარებულმა ნინიმ, რომელიც „ფეისბუქზე“ ნინი მარინიჩ კვანტრეთია დარეგისტრირებული, იმავე კაბაში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და მიაწერა: „ბიჭი გოგოს ასე ეჯიბრებოდეს, თან შეყვარებულს… არ ვიცი, არ ვიცი“.