
ცნობილი ქართველი დიზაინერი ამბობს, რომ სოციალურ ქსელებს ხშირად იყენებს და ის მას საინეტერსო
ადამიანებთან კომუნიკაციაში ეხმარება. დიზაინერმა მეუღლეც "ფეისბუქით" გაიცნო.
“ფეისბუქი მაქვს, როგორც ყველა ჩვეულებრივ ადამიანს. ზოგჯერ არაფერს ვაკეთებ, უბრალოდ ვსქროლავ.
ადრე უფრო ხშირად შემოვდიოდი. ახლა დრო აღარ მრჩება. როცა დრო მაქვს, უცხო ადამიანებსაც ვესაუბრები,
ვისთანაც საერთო ინტერესები მაქვს. მე ინტერნეტის დიზაინერების პირველ თაობას ვეკუთვნი. როცა თბილისიდან
გერმანიაში გადმოვედი და არავის ვიცნობდი, ხალხთან კონტაქტის დასამყარებლად ინტერნეტი საუკეთესო გზა იყო
. ჩემი მეუღლეც ინტერნეტით გავიცანი. მისი ფოტო ფეისბუქზე ვნახე, მომეწონა და მივწერე”,- აღნიშნავს დიზაინერი.
შეგახსენებთ, დემნა გვასალია ამჟამად „ბალენსიაგას“ კრეატიული დირექტორია.