
ლევან გელბახიანი ბერლინის 70-ე კინოფესტვალზე ამომავალი ვარსკვლავის სტატუსით
წარდგება.
გადაწყვეტილება კინოინდუსტრიის საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარმა ჟიურიმ მიიღო.
,,21 წლის ასაკში იგი ელეგანტურობისა და ფსიქოლოგიური სენსიტიურობის ოსტატია“ – სწორედ ასე
ახასიათებს ჟიური ლევან გელბახიანს.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 24 თებერვალს ახალგაზრდა მსახიობს ბერლინში „ევროპელი ამომავალი
ვარსკვლავის ჯილდოს“ გადასცემენ.
გელბახიანის სამსახიობო დებიუტი 2019 წელს ლევან აკინის ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შედგა.