-
2014-09-11 11:52
ტანზანიის ჩრდილოეთით ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ამავე დროს საშინელი ტბა ნატრონი მდებარეობს, რომელსაც აქაურები ჯოჯოხეთსაც ეძახიან.
ტბის სახელწოდება - ნატრონი იმ მინერალებიდან მომდინარეობს, რომელიც მასში დიდი ოდენობით მოიპოვება.
სწორედ ეს მინერალები აძლევს ტბას უცნაურ, წითელ შეფერილობას და მას საშიშს ხდის.
აღსანიშნავია, რომ წლის სხვადასხვა პერიოდში წყალი ნატრონში 60 გრადუსამდე ცხელდება და ტბაში ჩავარდნილი ცხოველი თუ ფრინველი მაშინვე იღუპება, მათი სხეულები მინერალური ნივთიერებებით იფარება და ქვის ქანდაკებას ემსგავსება.
ნატრონში დაღუპული, „ქანდაკებებად“ გარდაქმნილი ცხოველების ნაშთები ფოტოგრაფმა ნიკ ბრანდტმა აღმოაჩინა და ფოტორეპორტაჟი მოამზადა, რომელსაც ჩვენს ფოტოგალერეაში გთავაზობთ.






