-
2014-05-12 02:27
"დოქტორ ჰებელსად" და "კრემლის რუპორად" მონათლული ცნობილი რუსი ტელეწამყვანი დიმიტრი კისელევი ჰოსპიტალიზებულია - მან ინფარქტი მიიღო.
ამის შესახებ "ტვიტერზე" დაწერილი ცნობა რამდენიმე რუსულმა მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა. ინფორმაციაში მითითებულია კლინიკაც - სკლიფოსოვსკის სახელობის ნეიროქირურგიული ინსტიტუტის კლინიკა. ცნობა იმის შესახებ, რომ ტელეწამყვანმა ინფარქტი გადაიტანა, ექიმების განცხადებას ეფუძნება.
ტელეკომპანია "როსია24"-ის ჟურნალისტისა და გადაცემა "ვესტი ნედელის" წამყვანის კლინიკაში გადაყვანის ოფიციალური დადასტურება, ან ფაქტის უარყოფა მასალის გამოქვეყნების დროისთვის არ მომხდარა.