-
2020-04-02 18:14
ჩინელ ექიმს, რომელმაც კორონავირუსის შესახებ მსოფლიოს შეატყობინა, გმირის წოდება მიანიჭეს.
ლი ვენლიანმა ჩინეთის სოციალურ ქსელ „ვიჩათში“ 30 დეკემბერს გაავრცელა ცნობა, რომ უხანში ატიპური პნევმონიის
რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. 3იანვარს ექიმი პოლიციაში დაიბარეს და „ყალბი და ცრუ ინფორმაციის გავრცელების“
გამო გააფრთხილეს.
19 მარტს სამეთვალყურეო ორგანომ ექიმ ლი ვენლიანის მიმართ პოლიციის მხრიდან განხორციელებულ ქმედებებს შეცდომად
შეაფასა და დამნაშავეების დასჯის განკარგულება გასცა.
ხუბეის პროვინციის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ჩინეთის უმაღლესი წოდება სულ 14 ექიმს მიანიჭეს, რომლებიც
კორონავირუსთან ბრძოლის დროს დაიღუპნენ.