
კორონავირუსი ჰაერით არ ვრცელდება, - ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.
უწყების განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაციაც, რომ ახალი კორონავირუსული ინფექცია
ჰაერში 8 საათის განმავლობაში ძლებს.
„კორონავირუსი ძირითადად გადაიცემა წვეთებით, რომელსაც ინფიცირებული ადამიანი ხველის, ცემინების ან
ლაპარაკის დროს გამოყოფს. მოგიწოდებთ, დაიცვათ 1 მეტრის დისტანცია ერთმანეთისგან, ზედაპირების
დეზინფექცია ჩაატაროთ, დაიბანოთ ხელები და არ შეეხოთ სახეს“, - წერს ჯანმო.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.