რა უნდა გავითვალისწინოთ სანამ ვენეციას ვესტუმრებით

Image

ქალაქი წყალზე - ყველა ოცნებობს ვენეციის სილამაზით ტკბობაზე, თუმცა სამყაროს ამ მშვენიერ ადგილს საფრთხე ემუქრება. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქს ყურადღება არასდროს აკლდა, მოგზაურები ახლა უფრო მეტად ჩქარობენ მის მონახულებას.

 

თუ თქვენც გეგმავთ ვენეციის მონახულებას სანამ ის ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია ჩვენთვის, გიზიარებთ რამდენიმე რჩევას, რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ :

  1. გონდოლას მაგივრად აირჩიეთ ტრაგეტო

ვენეციაში ჩასვლისას პრველად, რა თქმა უნდა,  გონდოლათი რომანტიულ გასეირნებაზე ვფიქრობთ. მინდა გითხრათ, რომ მისი საფასურიც ისეთი მშვენიერი არ იქნება,როგორც გონდოლადან ქალაქის ხედებით ტკბობა.

ტრადიციულად, მთელი ვენეციის მასშტაბით, 30 წუთით გონდოლათი გასეირნებისთვის თქვენ 80 ევროს გადახდა მოგიწევთ. კარგი ამბავი ის არის, რომ მასში 6 ადამიანი ეტევა და თუ კომპანიონებს იპოვით, მაშინ თანხის განაწილებასაც შეძლებთ.  მაგრამ, თუ თქვენ მარტო მოგზაურობთ და სულაც არ გსურთ ასეთი რაოდენობის თანხის გადახდა 30 წუთიანი გასეირნებისთვის, მაშინ გამოსავალი თქვენთვისაც არსებობს. ტრაგეტო - ასე ქვია გონდოლას შემცვლელს, რომელიც სულ რაღაც 2 ევრო ღირს. მიუხედავად იმისა, რომ ტრაგეტო არც ისეთი ლამაზი და კომფორტულია როგორც გონდოლა და თქვენი გასეირნებაც 30 წუთზე ნაკლები იქნება, მაინც ძალიან კარგი გამოსავალია ქალაქის ხედებით ტკბობისა და სამახსოვროდ რამდენიმე ფოტოს გადაღებისთვის.

  1. შეიძინეთ კარგი და წყალგაუმტარი ქალაქის რუკა

ყოველი ფეხის ნაბიჯზე ადგილობრივებისთვის კითხვა თუ სად რა მდებარეობს არც ისეთი კარგი იდეაა. ამასთანავე ელექტრონული რუკის გამოყენებაც პრობლემატურია, რადგან ქალაქში ჯიპიესი კარგად არ მუშაობს და მარტივად შეიძლება დაიკარგოთ. საუკეთესო გამოსავალი კარგი და რაც მთავარია წყალგაუმტარი რუკის შეძენაა, სადაც ვენეციის ყველაზე უცნობ ადგილებზეც გექნებათ ინფორმაცია.

  1. აუცილებლად შეიძინეთ ვაპარეტოს ბილეთი

თუ ქალაქის კარგად გაცნობა გსურთ აუციებლად შეიძინეთ საზოგადოებრივი ნავის - ვაპარეტოს ბილეთი. ასე თქვენ დაზოგავთ სამოძრაო თანხას და მარტივად გადაადგილდებით. ერთჯერადი ბილეთის ღირებულება 7.5 ევროა, ერთი დღის - 20 €, ორი დღის - 30 €, ხოლო 5 დღის საფასური - 60 €. მთავარია ნავზე ასვლისას არ დაგავიწყდეთ ბილეთის სისტემატიური განაღდება, წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად დაჯარიმდებით კონტროლიორის მიერ.

  1. აუცილებლად გადახედეთ ქალაქს ზემოდან

ვენეციის ხედებით ტკბობას ყველაზე კარგად Fondaco dei tedeschi-ს სავაჭრო ცენტრის სახურავიდან შეძლებთ. სახურავზე ასვლა უფასოა, თუმცა აუცილებელია ბილეთის წინასწარი დაჯავშნა.

  1. მუზეუმებისა და ეკლესიების სპეციალური ბარათები

ხელოვნების მოყვარულებისთვის ვენეციას თავისი განსაკუთრებულობა ახასიათებს. არსებობს სპეციალური ბარათები, რომელთა ერთჯერადი ყიდვისას რამდენიმე ადგილას შესვლის უფლება გექნებათ. მაგალითად Museum Pass - რომლის ღირებულებაც 32 ევროა გაძლევთ საშუალებას მოინახულოთ 11 მუზეუმი. ასევე არსებობს Chorus Pass, რომლის შეძენის შემთხვევაშიც გადაიხდით 12 ევროს და 17 უმშვენიერეს ეკლესიას ესტუმრებით.

და ბონუსად, გეტყვით, რომ ვენეციას ეწვიეთ ან შემოდგომას ან გაზაფხულზე, რადგან ზაფხულში უამრავი ტურისტი სტუმრობს ქალაქს და საკმაოდ რთულია გადაადგილება. გარდა ამისა, როდესაც ვენეციაში ძალიან ცხელა საკმაოდ ბევრი დაწესებულება თუ რესტორანი იკეტება და შესაძლოა გული დაგწყდეთ, რომ ვერ მოახერხეთ მათი მონახულება.

8e.jpg

490242c9eefb87a0546d5bab6ca6137b3420d90eb0512c3bef6220205f76de0e.jpg

fenice_des_artistes_venice.jpg

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !