
არიზონას შტატის სენატორი ჯონ მაკკეინი მიიჩნევს, რომ ტრამპის გადაწყვეტილება, შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის მიერ სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ ასადის წინააღმდეგ მებრძოლი მეამბოხეებისთვის ფინანსური დახმარების შეწყვეტის თაობაზე, მცდარია და რუსეთის ნებას გამოხატავს.
„ნებისმიერი დათმობა რუსეთთან არარაციონალური გადაწყვეტილებაა. ტრამპის ადმინისტრაციამ სირიის კრიზისისადმი მიდგომის ფორმულირება დიდი ხნის წინ მოახდინა, - მათთვის მთავარია თვითგამოცხადებული ისლამური სახელმწიფოს განადგურება. თუმცა სჯობს, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები უფრო ფართო ჭრილში იქნას განხილული“, - განაცხადა ჯონ მაკკეინმა.
ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამსახური (CIA) ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლ მეამბოხეებს 2013 წლიდან აფინანსებს და სამხედრო წვრთნებს უტარებს. აღნიშნული პროგრამის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება დონალდ ტრამპმა ორი დღის წინ მიიღო, რასაც წინ უსწრებდა პრეზიდენტის შეხვედრა CIA-ის დირექტორ მაიკ პომპეოსთან.