
ავღანეთში, ავტომობილის აფეთქების შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 50 დაშავდა. დაშავებულებს შორის როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო პირები არიან.
აფეთქება ჰელმანდის პროვინციაში მოხდა და ინფორმაცია ჰელმანდის პროვინციის გუბერნატორის წარმომადგენელმა დაადასტურა.
აფეთქების შესახებ დამატებითი ცნობები ჯერჯერობით არ ვრცელდება.