
49 წლის მამაკაცი, "ლენდ კრუიზერის" მძღოლი, რომელიც ლვოვის ეკლესიასთან დღეს ხალხის მასაში შევარდა და მსხვერპლი გამოიწვია, ამბობს, რომ მანქანამ თვითონ, გაუგებარი მიზეზებით აკრიფა სიჩქარე და მან საჭის დამორჩილება ვერ შესძლო.
მანქანა ტროტუარზე შევარდა ლვოვში, წმინდა ანდრია პირველწოდებულის ეკლესიასთან ახლოს, სადაც უმეტესობა მრევლი ან ტურისტი იყო. ერთი ქალი დაიღუპა, დაზიანებულები კი კლინიკაში გადაიყვანეს.
"ლენდ კრუიზერში" მძღოლთან ერთად მისი ცოლიც იჯდა. ისინი არ დაზიანებულან. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელიც უკრაინის კანონმდებლობით, 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დანიშნულია ექსპერტიზა შემთხვევის დეტალურად შესწავლის მიზნით, მანქანის მდგომარეობის შესასწავლად.