
ყირგიზეთის დაზვერვის სამსახური ადასტურებს, რომ პეტერბურგის მეტროში მომხდარი ტერორისტული აქტის განმახორციელებელი პირი, სავარაუდოდ წარმოშობით ყირგიზი, თუმცა რუსეთის მოქალაქეა.
ამის შესახებ ინფორმაციას interfax-ი ავრცელებს. ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის წარმომადგენელმა რახატ სულაიმანოვმა გამოცემას განუცხადა, ტერაქტთან დაკავშირებით, ყირგიზეთის სპეცსამსახურები რუს კოლეგებთან კონტაქტში იმყოფებიან.
„სავარაუდოდ, სანკტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენში 3 აპრილს მომხდარი ტერაქტის შემსრულებელი წარმოშობით ყირგიზი რუსეთის მოქალაქეა“, - განაცხადა რახატ სულაიმანოვმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ სანქტ-პეტერბურგში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად, ბოლო მონაცემებით 14 ადამიანი დაიღუპა 51 კი დაშავდა.