
ნიცაში პრეფექტურამ დაადასტურა, რომ ბასტილიის აღების აღნიშვნის დროს ქალაქში ტერაქტი მოხდა: სწორედ ტერაქტის კლასიფიკაცია მისცეს სატვირთო ავტომანქანის შევარდნას ხალხის ტალღაში, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
განახლებულია 02:39:52 - ზოგიერთი მედიასაშუალება წერს, რომ ტერაქტის მსხვერპლთა რიცხვი 60-დე გაიზარდა, დაღუპულებს შორის კი ბავშვებიც არიან. წყაროდ ნიცის პროკურორის განცხადება სახელდება. ახლახან გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, რომელმაც ცეცხლი გახსნა ხალხის ტალღაში შევარდნის შემდეგ, პოლიციის მიერ ლიკვიდირებულია.
კადრები, რომლებიც ტერაქტიდან რამდენიმე წუთში გადაიღეს (+18)
განახლებულია 02:00:35 - რამდენიმე მედიასაშუალება, მაგალითად, BFM TV ავრცელებს ინფორმაციას, რომ 50-დე ადამიანი დაიღუპა. ნიცის მერიამ მოსახლეობას მოუწოდა, არ დატოვონ სახლები. მასენის მოედანი და პრომენად დე-ზ-ანგლე ბულვარი დახურულ ზონად გამოცხადდა.
განახლებულია 02:13:02 - ნიცის ადგილობრივი ხელისუფლების ცნობაზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტერაქტის შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა. 100-ზე მეტი დაშავდა.
ტერაქტი იმ დროს მოხდა, როცა ქალაქის ცენტრში შეკრებილი უამრავი ადამიანი ბასტილიის აღების დღეს აღნიშნავდა. მოულოდნელად, ხალხის ტალღაში სატვირთო ავტომანქანა შევარდა, ამავე დროს კი მოსეირნე ხალხს ცეცხლი გაუხსნეს დაუდგენელმა პირებმა, რომლებიც სატვირთო მანქანაში იმყოფებოდნენ. არიან დაშავებულები და დაღუპულები.