წყალდიდობა დონის როსტოვში გადაუღებელმა კოკისპირულმა წვიმამ გამოიწვია, რომელიც რამდენიმე საათს გაგრძელდა. ქალაქში ქარიშხალიც მძვინვარებდა.
წყალდიდობის შედეგად დაიტბორა სახლების სარდაფები, დაზიანდა ავტომანქანები, განათების ბოძები და სხვა ინფრასტრუქტურა. სტიქიის შემოტევისას ერთი ადამიანი დაიღუპა, ცხრამ კი სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. ფოტოებს სტიქიის ადგილიდან "რია ნოვოსტი" აქვეყნებს.