
თურქეთის ხელისუფლება ადასტურებს, რომ სტამბოლის ათათურქის აეროპორტში მომხდარ ტერაქტში რუსეთის ფედერაციის, უზბეკეთისა და ყირგიზეთის მოქალაქეები მონაწილეობდნენ. ამის შესახებ "როიტერი" თურქეთის ხელისუფლებასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.
ინფორმაციის თანახმად, ზემოთდასახელებული ქვეყნების მოქალაქეები უშუალოდ შემსრულებლები იყვნენ და მათ თავი აიფეთქეს. უფრო ადრე თურქულმა მედიამ გამოაქვეყნა ვერსია, რომ ტერაქტში ჩეჩნეთის მკვიდრი მონაწილეობდა. დაზუსტებული ინფორმაციით, საუბარია დაღესტანში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეზე.
შეგახსენებთ, სტამბოლში მომხდარი აფეთქებების შედეგად 42 ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი დაშავდა.