სტამბოლის ტერაქტის კვალი რუსეთის მოქალაქეებთან, ეთნიკურ ჩეჩნებთან მიდის - თურქული მედია

Image

რამდენიმე წამყვანი თურქული მედიასაშუალება წერს, რომ სტამბოლოს ათათურქის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის კვალს ჩეჩნური დაჯგუფების წევრებთან მივყავართ, სახელდება რამდენიმე გვარი, მათ შორის, ახმედ ჩატაევის, რომელიც საქართველოში იხდიდა სასჯელს და ციხიდან პროკურატურის მოთხოვნით გათავისუფლდა. 

 

თურქული მედია ასკვნის, რომ ტერაქტში მონაწილე ერთერთი პირი, შესაძლოა, ოსმან ვადინოვი იყოს. ამის შესახებ თურქული გამოცემა Hurriyet-ი წერს. გამოცემის თანახმად, თურქული სპეცსამსახურები ვარაუდობენ, რომ ის სტამბოლში სირიის ქალაქ რაქადან ჩავიდა, რომელიც დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ არაოფიციალურ დედაქალაქად მიიჩნევა. წყაროებმა უსაფრთხოების სამსახურიდან დაუდასტურეს სააგენტო „როიტერს“, რომ სამი თვითმკვლელიდან სულ მცირე ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო. 

 

stambol.jpg

 

 

გაზეთი Yeni Safak კი წერს, რომ ტერაქტის ორგანიზატორი, შესაძლოა, ახმედ ჩატაევი, ჩეჩენი ტერორისტი იყოს, რომელიც თავდაპირველად დოკუ უმაროვის თანამოაზრე და თანამებრძოლი იყო, მისი მოკვლის შემდეგ კი "ისლამურ სახელმწიფოს" მიეკედლა. შეგახსენებთ, ახმედ ჩატაევი საქართველოში 2012 წელს, ლაფანყურის სპეცოპერაციისას დააკავეს, ხოლო ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, უკვე დეკემბერში, ნანა კაკაბაძის შუამდგომლობითა და პროკურატურის მოთხოვნით, პატიმრობა გირაოთი (5.000 ლარი) შეუცვალეს და გაათავისუფლეს. 

 

ახმედ ჩატაევი, "ნეტგაზეთის" ფოტო

 

CHATAEV.jpg

 

 

თავდაპირველად თურქულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტერაქტში ტაჯიკური წარმოშობის პირები იყვნენ ჩართული, თუმცა, თურქეთის ხელისუფლებამ ეს ფაქტი ოფიციალურად უარყო. ხელისუფლება ოფიციალურად არც იმას ადასტურებს, რომ ტერორისტები ეთნიკური ჩეჩნები არიან და აცხადებს, რომ ტერორისტების ვინაობა ჯერ საბოლოოდ არ არის იდენტიფიცირებული. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !