
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ვერ შესძლო ახალი სამხედრო მანქანის УАЗ Патриот-ის წინა კარის გაღება, ხოლო მის დასახმარებლად მისულ რუს გენერალს, სულაც, სახელური შერჩა ხელში. ამის შემდეგ გენერალმა კარის შიგნიდან გაღება სცადა, მაგრამ პუტინმა შეაჩერა.
შეგახსენებთ, მსგავსი კურიოზი ახალი "ლადას" პრეზენტაციის დროსაც მოხდა, როცა პუტინმა მანქანის საბარგული ვერ გააღო, ხოლო კონსტრუქტორების ჩარევაც ამაო გამოდგა.
რაც შეეხება ახალ სამხედრო УАЗ Патриот-ს, როგორც რუსული პრესა ამაყად იტყობინებოდა, ის უანალოგო მანქანაა, სადაც ტყვიამფრქვევის განთავსებაცაა შესაძლებელი. თუმცა, როგორც ჩანს, დებიუტით დიდად ვერ დაიკვეხნის.