
ის, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჯონ ქერისა და პუტინის მოლაპარაკებები მოსკოვში შედგა ჯო ბაიდენის კიევში ვიზიტის შემდეგ, აძლიერებსუკრაინის სტრატეგიულ პოზიციებს. ამის შსახებ ფეისბუკში დაწერა უკრაინელმა პოლიტოლოგმა პავლე ნუსმა.
"მოსკოვში ვიზიტის წინ კოორდინირება მოახდინეს უკრაინასთან. ჩემი აზრით, ჯონ კერი რუსულ მხარეს გააფრთხილებს ამერიკის ადმინისტრაციის მზადყოფნაზე, გადავიდეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემდეგ ეტაპზე, თუკი რუსეთი გააგრძელებს "მინსკის ხელშეკრულებისა და იმ საერთაშორისო სტრატეგიების" იგნორირებას, რომლებიც შემუშავებულია რუსეთის მიერ პროვოცირებული საფრთხეების გასანეიტრალებლად. ლაპარაკია სირიაზე, მაგრამ ძნელია პერსპექტივის გათვლა, რადგანაც მხედველობაშია მისაღები ბევრი "X" ფაქტორი.
მიუხედავად კრემლის პროპაგანდისტული რიტორიკისა, რომელიც ცდილობს, შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება და მოადუნოს ყურადღება მოსკოვში ქერის ვიზიტის ნამდვილი მიზნის შესახებ, უკრაინის პრობლემა და მისი გადაწყვეტის გზები რჩება დღის წესრიგში და არაფრით ჩამოუვარდება სხვა პოზიციებს.
ჩემი აზრით, კრემლი განიხილავს შესაძლებლობებს, ზემოქმედება მოახდინოს ჩვენს მოკავშირეზე სანქციების საკითხზე, რაც იწვევს გლობალურ კრიზისს რუსეთში, რაც პროგრესირებს და რამაც ჩაყლაპა ყველა სოციალური და სახელმწიფო სფერო. მიზეზები ცნობილია: ნავთობის გაუფასურება, აშშ-ს, ევროკავშირისა და უკრაინის მიერ დაწესებული ეკონომიკური და პერსონალური სანქციები, რუსეთის მიმართ საერთაშორისო ნდობის საბოლოო დაკარგვა და რუსეთში იმპერიული იდეოლოგიის სახიფათო რეანიმაცია.
ძლიერი ზეწოლა პუტინსა და რუსეთის ფედერაციაზე გამოწვეულია კრემლისა და პირადად პუტინის სამხედრო-პოლიტიკური აგრესიით დონბასში, ყირიმსა და სირიაში და ეს ქმედებები უკვე დღეს უქმნიან საფრთხეს რუსეთის სახელმწიფოებრიობას, რომლის დეზინტეგრაციაც ფაქტობრივად უკვე დაწყებულია.
ცხადია,ულტიმატუმი, რომელსაც ქერი რუსეთს წაუყენებს, ალბათ, ითვალისწინებს ალტერნატიულ (დადებით) გადაწყვეტასაც.
სახელმწიფო მდივნის ვიზიტის შედეგების წინასწარმეტყველება ძალზედ რთულია, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ კრემლში გამეფებულია პანიკური ატმოსფერო "პუტინის გეგმის" არაპერსპექტიულობის მიმართ,რუსებს შეუზლიათ მიიღონ გადაწყვეტილება მშვიდობის სასარგებლოდ.
წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება პუტინი ჩამოაშორონ რუსეთში სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებას - ძალიან ძვირი ჯდება ერთი პოლიტიკოსის ამბიციები.
თუ დავუბრუნდებით უკრაინის გეოპოლიტიკურ ფაქტორს, იგნორირებას ვერ გავუკეთებთ "გარემოებათა დამთხვევის" ისეთ სიმბოლიზმს, როგორიცაა ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ვიზიტი კიევში მოსკოვში ქერის ვიზიტის წინ და არა - შემდეგ.
პოროშენკოსთან ბაიდენის კონსულტაციების კონფიდენციალურ ნაწილს, დარწმუნებული ვარ, ჰქონდა სტრატეგიული დაგეგმვისა და აშშ-ს პოზიციის საბოლოო ფორმირების ხასიათი პუტინთან მოლაპარაკებებზე და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე.
ნიშანდობლივია, რომ როტაცია დიპლომატიურ კორპუსში და გაეროში მუდმივი წარმომადგენლის შეცვლა მოხდა რუსეთში სახელმწიფო მინისტრის ვიზიტის წინ და მალევე პოროშენკოსა და ბაიდენის შეხვედრის შემდეგ.
ესაა მკაფიო დემონსტრაცია უკრაინისა და ამერიკის ადმინისტრაციების მჭიდო და სტრატეგიული თანამშრომლობისა უკრაინის დიპკორპუსის საქმიანობის ბრწყინვალე შედეგი", - წერს პავლე ნუსი.