ჰანოვერის სტადიონზე აფეთქება სასწრაფოს მანქანაში დამალული ბომბით იგეგმებოდა

Image

ჰანოვერის სტადიონზე ტერაქტის პრევენცია მოხდა - გავრცელებული ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც დისტანციურად იმართებოდა, სასწრაფო დახმარების მანქანაში იყო დამონტაჟებული. ის მატჩის დაწყების შემდეგ უნდა აფეთქებულიყო. წინასწარი ინფორმაციით, მანქანის განსანაღმად სპეციალისტები მუშაობენ, დაკავებულია ერთი ეჭვმიტანილი.

 

შეგახსენებთ, დღეს ჰანოვერში გერმანიისა და ჰოლანდიის ნაკრებ გუნდებს შორის შეხვედრა 23:45 საათზე (თბილისის დროით) უნდა დაწყებულიყო, თუმცა, საათნახევრით ადრე მატჩის დაწყებამდე პოლიციამ და სპეცსამსახურებმა სტადიონი ალყაში მოაქციეს, იქ შესული გულშემატკივართა მცირე ნაწილის ევაკუაცია კი სასწრაფო წესით ჩაატარეს. 

 

თავდაპირველად გავრცელებული ცნობით, განგაშის მიზეზი გახდა სტადიონთან უმეთვალყურეოდ დატოვებული ჩემოდანი, სადაც არაფერი აღმოჩნდა საგანგაშო, მაგრამ ბოლო ცნობები მიანიშნებს, რომ დისტანციურად მართვადი ბომბი სასწრაფო დახმარების იმ მანქანაში იყო გადამალული, რომელიც სტადიონზე უნდა შესულიყო. იქედან გამომდინარე, რომ სასწრაფო და სახანძრო მანქანები ტრიბუნების ქვეშ თავსდება, პოლიცია ვარაუდობს, რომ აფეთქებას დიდი მსხვერპლი და პანიკა უნდა გამოეწვია. ამასთან, გერმანული მედია ხელისუფლების წრეებზე დაყრდნობით წერს, რომ ასაფეთქებელი ნივთიერება დიდი რაოდენობით იყო განთავსებული მოწყობილობაში, რომელიც მატჩის დაწყების შემდეგ ამოქმედდებოდა. 

 

წაიკითხეთ ამავე თემაზე: გერმანიის შს მინისტრმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია დანაღმული სასწრაფოს შესახებ

ჰანოვერის სტადიონიდან მაყურებელთა ევაკუაციაა - გერმანია-ნიდერლანდები ჩაიშალა 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !