
გერმანიაში, ქალაქ ჰანოვერის სტადიონიდან მაყურებელთა ევაკუაცია განხორციელდა და შეხვედრა გერმანიისა და ჰოლანდიის ნაკრებ გუნდებს შორის გადაიდო. შეხვედრა 23.45 საათზე უნდა დაწყებულიყო და მას ანგელა მერკელთან ერთად გერმანიის მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებიც უნდა დასწრებოდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ევაკუაციის მიზეზი გახდა სტადიონის მისადგომებთან უმეთვალყურეოდ დატოვებული ჩემოდანი, თუმცა, მოგვიანებით გერმანიის პოლიციამ გამოაცხადა, რომ ის საფრთხის შემცველი შიგთავსის არ ყოფილა.