
ოდესის კაფეში "У Ангеловых", სადაც უცნობმა პირებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა სეაგდეს და სადაც სოლიდარობის ნიშნად ჩაის დალევისკენ მიხეილ სააკაშვილმა ოდესელებს მოუწოდა, ოდესის გუბერნატორს ყველა საფირმო ნამცხვარი გაყიდული დახვდა.
ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქზე" წერს. ის აღფრთოვანებას გამოხატავს იმ ოდესელების მიმართ, რომლებმაც მისი მოწოდება გულთან ახლოს მიიტანეს და აცხადებს, რომ ტერორით ოდესის შეშინება გამორიცხულია.
მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ ბარის ერთერთი მფლობელი, ირინა, მისი ძველი ნაცნობი აღმოჩნდა, რომელიც ეთნიკური სამზარეულოების ფესტივალზე გაიცნო: "ახლაც მახსოვს მისი შემწვარი კარტოფილის გემო", - წერს გუბერნატორი.