უკრაინის შს მინისტრის მოადგილის ეკა ზღულაძის განცხადებით, უკრაინის საპატრულო პოლიციის ახალი ფორმა წინათ შეძენილზე ორჯერ იაფი დაჯდება და 700 აშშ დოლარი ეღირება.
მისი თქმით, კომპლექტში შედის ორი პერანგი, ორი წყვილი შარვალი, სხვადასხვა ქუდი, სეზონების მიხედვით ქურთუკები და ფეხსაცმელი. ვიზუალურად ფორმა ნიუ-იორკის პოლიციის ფორმას ჰგავს.
„ვიზუალური აღქმა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანი უნდა ამაყობდეს იმ ფორმით, რომელიც აცვია“, - თქვა ეკა ზღულაძემ.
შეგახსენებთ, რომ იანვრის ბოლოს არსებული მონაცემებით, ახალი საპატრულო სამსახურის ფორმირების კუთხით 17 ათასი განაცხადია შესული, რეგისტრირებულთა 37% ახალგაზრდა გოგონები და 25 წელს გადაცილებული ქალებია.