
აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას „ტვიტერში“ ჟურნალისტი ანდრეი კონდრაშოვი ავრცელებს.
მისი თქმით, 12 დეკემბერს ლორდი დევიდ უესტი ლონდონში, საკუთარ სახლში მოკლული ნახეს. მას დანით ჰქონდა ჭრილობები მიყენებული.
70 წლის დევიდ უესტის მკვლელობაში მისი 44 წლის ვაჟი, დევიდ უესტ-უმცროსია ეჭვმიტანილი. მას ბრალი ოფიციალურად უკვე წაუყენეს.
„ბი-ბი-სის“ ცნობით, მკვლელობის მიზეზი უცნობია.
დევიდ უესტი ლონდონში ღამის კლუბ „HeyJo“-ს ფლობდა. იგი ფედერალური ბიუროს ყოფილი ოფიცრის, ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობის საქმის მთავარ მოწმედ ითვლებოდა.
ფილმში „ბერეზოვსკი“, რომელიც 2012 წელს გადაიღეს, უესტი ყვებოდა, რომ ლიტვინენკომ მის კლუბში სტუმრობისას რადიოაქტიური ნივთიერების, პოლონიუმის კვალი დატოვა.
სასამართლოში მკვლელობის საქმის განხილვა 27 იანვრისთვის არის დაგეგმილი.