-
2015-07-16 03:15
რომან გოცირიძე „ფეისბუქში“ წერს, რომ სოხუმში „კოლინზის“ მაღაზიის გახსნას მკაცრი რეაგირება უნდა მოჰყვეს და „ბენეტონის“ მხრიდან ანალოგიური ქმედების დროს ამ ბრენდის თბილისის მაღაზიის გაფიცვას იხსენებს.
„აფხაზეთში "კოლინზის" საბრენდო მაღაზიის გახსნას სასწრაფოდ უნდა მოჰყვეს მკაცრი რეაგირება. სანამ იქ არ დაიხურება, თბილისში უნდა დაიხუროს მაღაზია, რადგან ეს ფირმა არღვევს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.
რამდენიმე წლის წინათ ბენეტონის მსგავსი ქმედება აღიკვეთა ხელისუფლების მკაცრი რეაქციისა და ბენეტონის ქარველი თანამშრომლების საპროტესო გაფიცვის შედეგად მაღაზიის დროებით დახურვის გამო.
არ ვიცი ვინმემ უკარნახა თუ არა, რომ გაფიცულიყვნენ. აქ ეს არაა მთავარი. ასეთ შემთხვევებში ბევრი რამ გამართლებულია.
არავის უნდა მივცეთ ქვეყნის სუვერენიტეტის აბუჩად აგდების უფლება“, - წერს რომან გოცირიძე.
შეგახსენებთ, რომ სოხუმში „კოლინზმა“ მაღაზია გახსნა, ხოლო უახლოეს დღეებში გაგრაში კიდევ ერთი უცხოურო ბრენდის მაღაზიის გახსნა იგეგმება.