
კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის განაცხადებით, შეწყალებულია 280 მსჯავრდებული, რომელთაგან საპატიმროს 169 პატიმარი დატოვებს.
„შეწყალების კომისიამ 2743 საქმე განიხილა. ეს არის ის განცხადებები, რომელიც პრეზიდენტის სახელზე იყო შემოსული 2014 წლის 1 თებერვლიდან 1 ივლისამდე.
მათგან 1228 განცხადება სრულად აკმაყოფილებდა იმ კრიტერიუმებს, რომელიც განსაზღვრულია შეწყალების კომისიის დებულებით. შეწყალებულია 280 მსჯავრდებული, აქედან 8 ქალია, 10 არასრულწლოვანი.
280 მსჯავრდებულიდან 169 პატიმარი გათავისუფლდება საპატიმრო დაწესებულებიდან, რომელთაგან 5 ქალი, 4 კი არასრულწლოვანია.
დანარჩენი 111 მსჯავრდებულიდან ზოგს გაუნახევრდა დანაშაული, ზოგს მესამედი ჩამოაკლდა. 111 მსჯავრდებულს შორის 5 ქალი და 6 არასრულწლივანია”, - განაცხადა ზვიად ქორიძემ.