გუშინ რუსთავში, გვიან ღამით, ლეონიძის ქუჩაზე „მერსედესის“ ჯიპი ახალგაზრდა წყვილს დაეჯახა.
ავტოავარიის შედეგად მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა, გოგონა კი მსუბუქად დაშავდა.
თვითმხილველთა თქმით, გზაზე მცირეწლოვანი ბავშვი გადადიოდა, როდესაც დიდი სიჩქარით მომავალი „მერსედესი“ გამოჩნდა, ახალგაზრდა მამაკაცმა ბავშვს ხელი ჰკრა და მანქანას აარიდა, ჯიპი კი მას და მის მეგობარ გოგონას დაეჯახა.
„მერსედესის“ მძღოლი დაკავებულია.