-
2014-07-29 12:41
კანონპროექტის ინიციატორი ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძეა. ცვლილებებს იურიდიული კომიტეტი პირველი მოსმენით განიხილავს.
კანონპროექტის მიხედვით, უკანონო აბორტი ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომითი ვადით ასოციდან სამას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ორ წლამდე.
იგივე ქმედება, ჩადენილი უკანონო აბორტისთვის მსჯავრდებულის მიერ, ან რამაც გამოიწვია შვილოსნობის სამუდამო მოშლა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
ხოლო უკანონო აბორტი, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ოთხიდან ექვს წლამდე.