-
2014-07-28 15:08
ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის, ოთარ კახიძის განცხადებით, წინასწარვე დაგეგმილი იყო, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის დადგენილება გამოეტანათ.
„როგორც ვამბობდი, თვალთმაქცობა აღმოჩნდა პროკურატურის მიერ მიხეილ სააკაშვილის მოწმის სახით დაბარება, რადგან 11:00 საათზე უნდა ყოფილიყო დაკითხვა და 14:00 საათზე, ანუ 3 საათში ბრალის დადგენილება გამოაცხვეს.
ანუ წინასწარვე იყო დაგეგმილი, რომ ბრალის დადგენილება უნდა გამოეტანათ", - აღნიშნა კახიძემ.
ადვოკატის თქმითვე, დაცვის მხარე ნახავს რა მასალებია საქმეში და დამატებით კომენტარს იმის მიხედვით გააკეთებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება საქართველოს მთავარ პროკურატურაში გაკეთდა.