
გაზეთ „პრაიმტაიმის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, ეროსი კიწარიშვილის საქმეზე მომუშავე ბალისტიკოსი ორ დღეში სკანდალურ დასკვნას დადებს. მან შემთხვევის ადგილზე ნაპოვნი იარაღიდან გასროლა დაადასტურა.
ბალისტიკოსი, ზაზა ალთუნაშვილი: „... როდესაც ექსპერტიზაზე მივდიოდი, მეგონა, რომ საქმე გვაქვს კლასიკურ „ჩეზე 75“-თან. თუმცა იქ სულ სხვა რამ დამხვდა. ეს იყო მოდიფიცირებული „ჩეზე 75 პე 07“. მას კლასიკურ „ჩეზე 75“-თან საერთო მარტო სახელი აქვს. განსხვავებულია დიზაინიც, სარტყამ-საცემი მექანიზმიც, სასხლეტ-საცემი მექანიზმიც, თვითონ მუშაობის სტრუქტურაც...
ორივე იარაღის სასტარტო ვაზნები ერთი და იგივეა, მაგრამ ლულებს სხვადასხვა მოქმედების პრინციპი აქვს. თუმცა დაზიანების ზოგადი სურათი ერთნაირია. შტანცმარკას ტოვებს ორივე ერთნაირს, მაგრამ ჩემთვის წარმოდგენილმა იარაღმა დამატებით ლულის სხვა ნიშნებიც უნდა დატოვოს, იმიტომ რომ ლულის მოძრაობა სხვადასხვა აქვთ.
მუშაობის პრინციპიც კი სხვადასხვა აქვთ. უკუქცევის ძალა ამ ახალ მოდელს უფრო ნაკლები აქვს, ვიდრე სტანდარტულ „ჩეზე 75“-ს. უნიფიცირებული მოდელი თითქმის ორჯერ ნაკლებია წონით, ვიდრე ძველი. 600 გრამს იწონის. მასალაც სხვაა. ეს პლასტმასის იარაღია...
სიმძლავრე, პრაქტიკულად, ორივესი თანაბრად უნდა ჩათვალო. ეს მოდელი პოლიციელებისთვისაა შექმნილი. სპეციალურად აქვს ასეთი სასხლეტი, რომ ხელთათმანითაც იყოს შესაძლებელი სროლა...“
http://primetimenews.ge/?page=15&news_id=32113&c=2