
„ქართული პარტიის" ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა ინგა გრიგოლიას თოქ-შოუ „რეაქციაში“ სტუმრობისას აღნიშნა, რომ იმ კორპუსში, სადაც ეროსი კიწმარიშვილი ცხოვრობდა, მსგავს შემთხვევას 2011 წელსაც ჰქონდა ადგილი.
„იმ შენობასთან დაკავშირებით, სადაც ეროსი ცხოვრობდა, მუდამ რაღაც პერიპეტიები ხდებოდა, 2011 წელს იყო რაღაც ამდაგავარი შემთხვევა, როდესაც მას ჩემგან გაგზავნილი გარკვეული თანხა მიუტანეს და მერე იქ შემთხვევით რაღაც მოხდა, ყაჩაღობის მაგვარი და არც კამერის ჩანაწერი აღმოჩნდა და შეტრიალებულიც იყო. ის დააყაჩაღეს, ეს ცნობილი შემთხვევაა",- აცხადებს ოქრუაშვილი.