-
2014-07-18 17:52
„ერთი მნიშვნელოვანი დეტალიც შევნიშნე – სისხლის ჩამონაღვენთების დათვალიერებისას, ცხვირიდან წამოსული სისხლის მიმართულება ქვემოდან ზემოთ იყო. რა თქმა უნდა, გაჩნდა კითხვა, გარდაცვალების დროს იჯდა თავგადაწეული თუ შემდეგ დაასვენეს“, - ამბობს დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი, „ახალ ვერსიასთან“ საუბარში.
შეგახსენებთ, რომ მაია ნიკოლეიშვილმა გარდაცვლილის ცხედარი უკვე დაათვალიერა. „თავის ქალაზე მოტეხილობა დაფიქსირდა, რომლის ხაზების განლაგებაზე დიდხანს ვიფიქრეთ და გაირკვა, ქალას ფუძე დაზიანებულია, ყველა კითხვაზე პასუხი ლოგიკურად დალაგდა“, - ამბობს ის.
ექსპერტის განცხადებით, ექსპერტიზა ვერ იძლევა პასუხს შეკითხვაზე, მკვლელობა მოხდა თუ თვითმკვლელობა იყო და ეს გამოძიებამ უნდა გააკეთოს.