-
2014-07-18 09:46
გარდაცვლილი ეროსი კიწმარიშვილის ძმას ზურა კიწმარიშვილს არ აქვს ინფორმაცია ჰქონდა თუ არა მის ძმას ავტომანქანაში 20 ათასი ლარი, თუმცა გარდაცვლილის მანქანაში საბანკო ქვითრები ნაპოვნია.
„კონკრეტულად ეს ინფორმაცია, თანხასთან დაკავშირებით ახლა გავიგე. მანამდე ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მქონდა. მანქანაში გარკვეული საბანკო ქვითრები იყო და შესაძლოა მას, რაღაც თანხები ჰქონდა.
იყო თუ არა კონკრეტულად 20 ათასი ლარი და რა პირობებში შეიძლება დაკარგულიყო, ამაზე ვერაფერს გეტყვით. თუ არ ვცდები იმ დღეს, რაღაც ფინანანსური ვალდებულებების, რაც მას იმ მომენტში ჰქონდა, დაფარვას აპირებდა. ამიტომ არ არის გამორიცხული იქ თანხა ყოფილიყო, მაგრამ ამას დაზუსტებით ვერ დაგიდასტურებთ”, - განაცხადა ზურა კიწმარიშვილმა.