2012 წლის 25 დეკემბერი, ეროსი კიწმარიშვილი ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს გარჩევისას (ვიდეო)

Image

აწ გარდაცვლილი, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი-2"-ის თანადაფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილი 2012 წლის 25 დეკემბერს არჩევს ირმა ინაშვილის ინტერვიუს ბიძინა ივანიშვილთან, სადაც მილიარდერი ეროსი კიწმარიშვილის მიმართ უარყოფით, ხოლო ქიბარ ხალვაშის მიმართ დადებით ემოციებს არ მალავს. 

 

ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ეროსი კიწმარიშვილს ერთხელ შეხვდა და მაშინაც ძალით შეახვედრეს, ასევე საუბრობს ბევრ საინტერესო დეტალზე, რომელსაც შემდეგ კომენტარს "პრაიმტაიმის" პრესკლუბში ეროსი კიწმარიშვილი უკეთებს.

 

ბიძინა ივანიშვილის თქმით, ეროსი კიწმარიშვილმა "პარტნიორები გააცურა და ძირითადი თანხა თავად აიღო". ეროსი კიწმარიშვილი ამ მომენტისთვის განსაკუთრებული ყურადღების მიპყრობას ითხოვს: "მიაქციეთ ყურადღება, თურმე მე გავაცურე ჩემი პარტნიორები და ავიღე ძირითადი თანხა, თუმცა, რა თანხაა ეს, არსად ჩანს".

 

ივანიშვილი ინაშვილთან ინტერვიუში "მეცხრე არხის" პირველი დახურვის შესახებაც საუბრობს და ამბობს, რომ იმ დროს "მეცხრე არხი" სათადარიგო იყო, რადგან "რუსთავი-2" თავს კარგად ართმევდა დაკისრებულ მოვალეობას, ოპოზიციის ფუნქციას". ეროსი კიწმარიშვილი ამ ფრაზასაც ეხმიანება და ამბობს, რომ ყურადღებაა მისაქცევი ერთ ფაქტზე - იმ დროს, როცა "რუსთავი-2" თურმე კარგად ართმევდა თავს საქმეს, მე ვიყავი მისი გენერალური დირექტორი".

 

სწორედ "პრაიმტაიმის" პრესკლუბში 2012 წლის მიწურულს ჩატარებული ეროსი კიწმარიშვილის ეს ბრიფინგი გახდა განხილვის თემა ტვ "ტაბულაში", სადაც პრესკონფერენციის ეს და სხვა დეტალები წინ "თეორემის" წამყვანმა და "ტაბულას" დამფუძნებელმა თამარ ჩერგოლეიშვილმა წამოსწია.

 

შენიშვნა: წარმოდგენილია "პრაიმტაიმში" ეროსი კიწმარიშვილის მიერ ჩატარებული ბრიფინგის სრული ვერსია. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !