ირინა სარიშვილი: ,,კიწმარიშვილი მოკლეს!"

Image

ირინა სარიშვილი ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების  შესახებ წერს, რომ ეს მკვლელობა იყო. მისივე თქმით, საქმე მკვლელობის მუხლით უნდა აღძრულიყო, იმ შემთხვევაშიც კი თუ გამოზიებ ათვითმკვლელობის ვერსიას დაამტკიცებს.

 

  

„ევროპასთან ასოცირებულ პროკურორებს და გამომძიებლებს მინდა შევახსენო, რომ თვითმკვლელობა მკვლელობის ნაირსახეობაა და ყველა შემთხვევაში საქმე მკვლელობის მუხლით იღძვრება და მხოლოდ შემდეგ ხდება მისი კვალიფიკაცია! ამიტომ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქმე დადასტურებულ თვითმკვლელობასთან გვაქვს, ეს მკვლელობის მუხლია!

 

რაც შეეხება თავად თვითმკვლელობის ვერსიას: მე კარგად ვიცნობდი ეროსი კიწმარიშვილს, ჩვენ არასოდეს მეგობრები არ ვყოფილვართ, უფრო მეტიც, წლების განმავლობაში სერიოზულად დაპირისპირებულები ვიყავით, მაგრამ ეს არანაირად არ მაძლევს მე იმის უფლებას, რომ მის სიკვდილზე ვიოხუნჯო, როგორც ამას ბევრი აკეთებს, ან უდარდელად დავიჯერო, რომ მან თავი მოიკლა! ვინც იცნობდა ეროსი კიწმარიშვილს, უყვარდა ის თუ არა, ყველა დამეთანხმება, რომ ის ამის გამკეთებელი არ იყო!!!

 

უფრო მეტიც, ბოლოდროინდელი მისი საქმიანობა ცხადყოფს, რომ ეროსი გააქტიურებას აპირებდა!!! ეროსი კიწმარიშვილი მოკლეს!!! ეს ცხადზე ცხადია! სიმართლე უნდა დადგინდეს!!! არა აქვს მნიშვნელობა, ჩვენ როგორ ვაფასებდით ამ ადამიანის მოღვაწეობას!!! ის მოკლეს!!! სიმართლე ყოველთვის უნდა დავიცვათ, თუნდაც ეს სიმართლე ჩვენს მტერს ეხებოდეს!!! სხვანაირად ხვალ შეიძლება ჩვენ თვითონ გავხდეთ ამ განუკითხაობის მსხვერპლი და ჩვენც ხომ გვყავს მტრები?!!! ვიფიქროთ ამაზე და სხვისი სიმართლის დაცვით ჩვენი მომავალი დავიცვათ!!!”, - წერს სარიშვილი.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !