
ეროსი კიწმარისვილის საქმის გამოძიების პროცესში შესაძლოა, ისეთი ფაქტი გამოიკვეთოს, რამაც საქმის გადაკვალიფიცირება გამოიწვიოს,-ამის შესახებ კოკა კაციტაძემ განაცხადა.
მან ასევე უწყების მიერ განხორციელებულ საგამოძიებო ქმედებებზეც ისაუბრა, კაციტაძის თქმით, სამართალდამცველები გამოძიებას შემოსული შეტყობინებისა და ინფორმაციის საფუძველზე იწყებენ. .
“თუკი გამოძიების მსვლელობისას საქმის სხვა ფაქტობრივი გარემოებები გამოიკვეთება და სახეზე გვექნება დანაშაულის სხვა ნიშნები, მოხდება მუხლის გადაკვალიფიცირება. ამ დროისთვის ხდება სხვადასხვა საგამოძიებო ვერსიების შემოწმება და წინასწარ რაიმე დასკვნების გაკეთება, რომ სახეზე გვაქვს თვითმკვლელობა, ან მკვლელობა, ან უბედური შემთხვევა ნაადრევია. საგამოძიებო ჯგუფი ძალიან აქტიურად მუშაობს.
ამ დროისთვის ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის ეროსი კიწმარიშვილის ძმის მონაწილეობით ჩატარდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, გასროლილი მასრა და იარაღში მოთავსებული ვაზნები. დანიშნულია ექსპერტიზები, დაკითხულია არაერთი მოწმე.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საგამოძიებო ორგანოში ამ წუთებში ამოღებული ვიდეომასალების გაშიფვრა ხდება და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაში, თავად ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის წევრების მოთხოვნით მონაწილეობას მიიღებს, დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი, რომელსაც პროკურატურა ყველა საშუალებას მისცემს, რათა სრულყოფილად მიიღოს ამ ექსპერტიზაში მონაწილეობა და მას საქმის მასალების ყველა ასლი გადაეცემა”, – განაცხადა პროკურორმა კოკა კაციტაძემ.