
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე ზემო ფონიჭალაში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებზე თავდასხმის ახალ დეტალებზე წერს, ეჭვმიტანილებს ასახელებს და შს მინისრს მიმართავს.
გოგა ხაჩიძე წერს, რომ თავდასხმაში ეჭვმიტანილები არიან წარსულში ნასამართლევი ონისე ონიანი და ბექა მეზვრიშვილი, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენენ.
გოგა ხაჩიძის ინფორმაციით, ნაცემი არიან გია საბაშვილი, ლაშა რუხაია და მიშა შამოევი, ხოლო მარი შამათავამ ფეხის მოტეხილობა მიიღო. გოგა ხაჩიძის ინფორმაციით, თავდასხმისას დაზიანებულია რამდენიმე ავტომობილი.