პროკურატურამ საარჩევნოდ განხორციელებული ზეწოლის ფაქტები შეისწავლა

Image

საარჩევნო სუბიექტების მიმართ განხორციელებულ შესაძლო ზეწოლებთან დაკავშირებით პროკურატურა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

 

 

„საქართველოს პროკურატურამ საარჩევნო სუბიექტების მიმართ განხორციელებული შესაძლო ზეწოლის 80 ფაქტი გამოიკვლია. პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მოწოდებული, აგრეთვე მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის ნამდვილობის გადამოწმების მიზნით გამოიკითხა 100-ზე მეტი პირი, რომელთა შორის იყვნენ არამხოლოდ შესაძლო ზეწოლის ე.წ. „მსხვერპლები“, არამედ ყველა ის პირი, რომელსაც მითითებულ ფაქტებთან დაკავშირებით გააჩნდა რაიმე სახის ინფორმაცია.

 

ამასთანავე, საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა უშუალოდ მოახდინეს იმ ფაქტების გადამოწმება, სადაც შესაძლო მუქარასა და ზეწოლაში სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს ამხელდნენ.

 

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვინდა გავასაჯაროოთ შედეგები და გაუწყოთ, რომ 80 შემთხვევიდან 76 შემთხვევაში საარჩევნო სუბიექტებმა გამოკითხვისას არ დაადასტურეს გავრცელებული ინფორმაცია სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა ან სხვა პირთა მხრიდან ზეწოლის შედეგად კანდიდატურის მოხსნის შესახებ და კანდიდატურის მოხსნის მიზეზად სხვადასხვა პირადი (ოჯახური მდგომარეობა, ასაკი, გადატვირთულობა და ა.შ.) მოტივი დაასახელეს. აქვე გაცნობებთ, რომ პირის გამოკითხვა არის ნებაყოფლობითი ხასიათის მოქმედება, რომელიც მიზნად ისახავს მომხდარი ფაქტების ირგვლივ განმარტების მიღებას.

 

მათ შორის, პროკურატურამ გამოიკვლია უწყებათშორის საბჭოს სხდომაზე გაჟღერებული საკითხი შალვა გოლოშვილის მიმართ ზეწოლის შემთხვევის ფაქტზე, რომლის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ პოლიტიკური პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა თამაზ მაყაშვილმა განუცხადა. გამოკითხვისას სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან რაიმე ფორმით ზეწოლის ფაქტი უარყო როგორც შალვა გოლოშვილმა, ისე თამაზ მაყაშვილმა, რომლის გამოკითხვასაც ესწრებოდა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელი. თამაზ მაყაშვილმა ასევე განმარტა, რომ ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელთან მხოლოდ ვარაუდი გამოთქვა.

 

4 შემთხვევაში დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლით, რაც გულისხმობს ადამიანის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვას, ესე იგი მის ფიზიკურ ან ფსიქიკურ იძულებას, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისაგან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენს, ან საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.

 

გამოძიება გრძელდება მუქარის შემცველი ზარების ავტორების და იმ პირთა ვინაობის დასადგენად, რომლებიც შესაძლოა ფლობდნენ რაიმე ინფორმაციას მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.

 

პროკურატურა ასევე დაინტერესდა სოფელ უდეში მომხდარი სავარაუდო ზეწოლის ფაქტებითაც. გამოიკითხნენ როგორც საარჩევნო კანდიდატები, რომლებმაც გავრცელებული ინფორმაცია ზეწოლის შედეგად კანდიდატურების მოხსნის შესახებ არ დაადასტურეს, რაზეც შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.

 

პროკურატურის მიერ სხვა საკითხთა შორის შესწავლილი იქნა მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია „ერთიანინაციონალური მოძრაობიდან“ ოზურგეთის დეპუტატობის კანდიდატის - კახა კილაძის მიერ კანდიდატურის მოხსნის შესახებ. გამოკითხვისას კახა კილაძემ განმარტა, რომ კანდიდატურა თავიდავე ფორმალურად დააყენა მისი მეგობრის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის - მიხეილ გოგოტიშვილის თხოვნით, რომელმაც მას აუხსნა, რომ რეგისტრაცია ფორმალურ ხასიათს ატარებდა და ნებისმიერ დროს შეეძლო კანდიდატურის მოხსნა.

 

პროკურატურა აგრძელებს მსგავსი ფაქტების გამოკვლევას და ვაცხადებთ მზაობას შესწავლილი იქნას ნებისმიერი ფაქტი, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს რაიმე სახის სამართალდარღვევას, რის შესახებაც საზოგადოებას დამატებით ვაცნობებთ.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !