
"რეპორტიორის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეებს შორის ფულის გამო დაწყებული ჩხუბი ორი მოსწავლის დაჭრით დასრულდა. ერთი მათგანი სახეში, მეორე კი გულ-მკერდის არეშია ცივი იარაღით დაჭრილი.
შემთხვევა ვარკეთილში მოხდა. ისინი ინგოროყვას სახელობის საავადმყოფოში მოათავსეს. პოლიცია აცხადებს, რომ ეჭვმიტანილთა ვინაობა ცნობილია.