
3.500 ლარი გაიტანა თავდამსხმელმა თბილისში, თემქის დასახლების მე-4 მიკრორაიონში, "ლიბერთი ბანკის" ფილიალიდან. თავდამსხმელი ნიღბით იყო და თან ავტომატი ჰქონდა.
თავდასხმაში ეჭვმიტანილი, სავარაუდოდ, ახალგაზრდა მამაკაცია. ის ფილიალში შევიდა და თანამშრომლებს იარაღის მუქარით თანხა სალაროდან გამოატანინა. ის ფეხით გაიქცა და, როგორც ბანკის ტანამშრომლები ამბობენ, გაქცევის პროცესში ვაზნა დაუვარდა.
სამართალდამცველებმა, რომლებიც შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე მუშაობენ, ფილიალიდან მოშორებით ნიღაბი და ავტომატი იპოვეს. მათ უკვე ამოიღეს სათვალტვალო კამერების ცანაწერები. მიმდინარეობს გამოძიება.