-
2014-05-20 08:30
სახალხო დამცველი ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ხელახალ გამოძიებასა და საქმის შესწავლას ითხოვს, მიზეზად კი მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს ასახელებს.
ეს ფაქტი სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშშიც მოხვდა, ხოლო სახალხო დამცველმა დამატებითი განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც სასჯელაღსრულების მინისტრის მრჩეველმა ლალი მოროშკინამ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის დიმიტრი დარბაისელის გადადგომა მოითხოვა.
უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ საკითხი ისევ ბუნდოვანია და ჯეროვან გამოძებას საჭიროებს. სახალხო დამცველის მოთხოვნას საპარლამენტო უმრავლესობა გამოეხმაურა:
„ქალბატონ ლალის განცხადება შესასწავლია, მაგრამ მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ვანო მერაბიშვილის გაყვანა საკნიდან და მისი გადაყვანა მეორე საკანში არ წარმოადგენს დანაშაულს. თუკი იქ შეკითხვები იყო მხოლოდ და სხვა არაფერი, ეს დანაშაული არ არის. დანაშაული იქნებოდა, რომ ყოფილიყო მასზე ფიზიკური ძალადობა, რაც, თავად მერაბიშვილის თქმით, არ მომხდარა“, - ამბობს ზაქარია ქუცნაშვილი.