-
2019-07-23 09:59
მკვლელობიდან 5 წლის შემდეგ, დედა-შვილის, ნატო და გურამ კვეზერელების მკვლელობაში ერთ-ერთ ბრალდებულს,
გიორგი ყუფარაძეს ნაფიცმ მსაჯუკლებმა გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს.
ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სასჯელის ზომაზე
სასამართლო დღეს იმსჯელებს.
ნატო კვეზერელი საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლეს, მისი შვილი კი, გაუჩინარებულად ითვლებოდა. მკვლელობის
შემდეგ, კვეზერელების სახლიდან 12 ათასი დოლარი, გურამ კვეზერელის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღი და
ძვირფასი ნივთები წაიღეს.
შსს-მ გურამ კვეზერელის ცხედარს, კოჯორში ყუფარაძის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის ეზოში მიაკვლია. ის კასრში
იყო დამარხული, დანაშაულის დაფარვის მიზნით კი მჟავა ჰქონდა დასხმული.