-
2017-06-30 23:29
გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანების ვებგვერდზეგამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით ირკვევა, რომ 2014 წლიდან 2016 წლის ნოემბრის ჩათვლით პერიოდში თბილისში ჩადენილი ყაჩაღობისა და ქურდობის რეგისტრირებული რაოდენობით, დღეში, საშუალოდ, 19-20 ყაჩაღობა და ქურდობა ხდებოდა.
„აიფაქტის“ მონაცემებით, თბილისში 2014 წლიდან 2016 წლის ნოემბრამდე რეგისტრირებულია ყაჩაღობის (სსკ 179-ე მუხლი) 512 ფაქტი, აქედან გახსნილია 354, ანუ, 69%.
ორი წლის განმავლობაში ყაჩაღობის ყველაზე მეტი - 163 ფაქტი ისანი-სამგორის რაიონშია დაფიქსირებული, ყველაზე მეტი ყაჩაღობის საქმე კი ძველი თბილისის სამმართველომ გახსნა.
2014-2016 წლებში თბილისში რეგისტრირებულია ქურდობის (სსკ 177 მუხლი) 13. 219 ფაქტი, აქედან გახსნილია 5. 969 შემთხვევა, ანუ 45%.