
აფგან მუხტარლის აზერბაიჯანულმა სასამართლომ შინაპატიმრობის მოთხოვნაზე უარი უთხრა.
მუხტარლის ადვოკატების სარჩელი ნასიმის რაიონულმა სასამართლომ განიხილა. ადვოკატები ითხოვდნენ, რომ ჟურნალისტისთვის ციხეში ყოფნა შინაპატიმრობით შეეცვალათ, თუმცა იმ არგუმენტით, რომ პატიმრობიდან გათავისუფლების შემთხვევაში ქვეყნიდან გაქცევას შეეცდებოდა, მოსამართლემ ეს მოთხოვნა აარ დააკმაყოფილა.