-
2017-05-07 20:18
გორში მკვლელობა მოხდა: 50 წლამდე მამაკაცი, წინასწარი ინფორმაციით, ცემით მოკლეს. ცნობას სააგენტო "პირველი" ავრცელებს. შემთხვევა გუშინ მოხდა.
გამოცემის ინფორმაციით, შსს-მ დაადასტურა მომხდარი ფაქტი და დაამატა, რომ მკვლელობა გახსნილია - დაკავებულია ბრალდებული, საქმე აღძრულია სსკ 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს.
ცნობილი გახდა მკვლელობის დეტალებიც: მამაკაცები გიორგობის დღესასწაულს სუფრასთან აღნიშნავდნენ, რა დროსაც ორი პირის შეკამათება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შედეგად, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა მეორე მამაკაცი ცემით მოკლა.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-01-16 19:16
-
2016-11-07 15:15
-
2016-11-07 13:00
-
2016-09-21 14:26