-
2017-05-04 09:38
თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, რა დროსაც 26 წლის ახალგაზრდა მანქანაში ჩაცხრილეს, შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.
გამოძიება დაწყებულია ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისა და განზრახ მკვლელობის მუხლით.
თვითმხილველთა თქმით, ჯავახიშვილის ქუჩაზე მოძრავ "ბე ემ ვეს" სხვა მანქანამ გზა გადაუჭრა, საიდანაც ცეცხლი გახსნეს. დაჭრილი ახალგაზრდა ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, მას ოთხი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.
ექიმებმა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოახერხეს.
მთელი ღამის განმავლობაში თბილისის სხვადასხვა უბნებში საპოლიციო ღონისძიებები ტარდებოდა. ჯერჯერობით არ გავრცელებულა განცხადება, მკვლელობაში ბრალდებულის ადგილსამყოფელის ან მისი დაკავების შესახებ.