
ქუთაისში გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას ცოლის მანქანას სარკეები მოხსნეს. ოჯახის ახლობლის ცნობაზე დაყრდნობით, ინფორმაციას "აიპრესი" ავრცელებს.
ოჯახის ახლობლის თქმით, მერის ცოლმა თეონა შეყილაძემ ფაქტი ამ დილით აღმოაჩინა და პოლციასაც შეატყობინეს. საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა მომხდარი ადგილზე შეისწავლეს მიმდინარეობს საქმის ძიება.
"ამ დილით აღმოვაჩინეთ რომ ავტომობილს სარკეები არ ჰქონდა. მერმაც ნახა. ადგილზე პოლიციაც გამოვიძახეთ და საქმის ძიება მიმდინარეობს",- აცხადებს ოჯახის ახლობელი.
როგორც "აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმის ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ქურდობას გულისხმობს.