-
2017-04-03 12:39
დიღომში, ბელიაშვილის ქუცაზე, რესტორან "ჭაშნაგირთან" დღეს დილით ტაქსი დააყაჩაღეს. ადგილი შემოსაზღვრულია პოლიციის ლენტით, მობილიზებულია პოლიცია.
შემთხვევის შესახებ "რუსთავი-2" იტყობინება. შინაგან საქმეთა სამინისტროში "რუსთავი-2-ს" განუცხადეს, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
უწყების ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
შსს-ში დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ, შესაბამისად, უცნობია, დააკავეს თუ არა სამართალდამცველებმა ბრალდებული.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-10-02 12:07
-
2016-10-02 08:50
-
2016-09-30 10:23
-
2016-09-30 00:02