
გუშინ, გვიან ღამით, ბაგრატიონის ქუჩაზე, დიდუბეში, ორი მამაკაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, ორივე მათგანს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს.
დაჭრილები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანა, თუმცა, მსუბუქი დაზიანებების გამო ექიმებმა ისინი მალევე გაწერეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.